გარიგების ტიპიქონების ტიპი

ქირავდება ბინა ბაკურიანში დღიურად - ბინები და კოტეჯები საუკეთესო ფასად

MyHome.ge უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო პლატფორმაა საქართველოში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად იპოვონ და იქირაონ ბინა ბაკურიანში დღიურად ან ბინები ბაკურიანში უფრო გრძელი ვადით.

ბაკურიანი დასვენება და გართობაა წელიწადის ნებისმიერ დროს, ამიტომაც თანაბრად მიმზიდველი და მოთხოვნადი კურორტია, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. სათხილამურო ტრასები, საბაგიროები, სუფთა ჰაერი, საოჯახო დასვენებისთვის უსაფრთხო გარემო და ბუნებასთან სიახლოვეა ის, რაც სწორედ ამიტომ არის მოთხოვნადი კოტეჯების გაქირავება ბაკურიანში, ბაკურიანის სასტუმროები და სხვა.

MyHome.ge-ზე, შესაძლებელია არამხოლოდ მოკლევადიანი ქირაობა, არამედ ბინები ბაკურიანში, როგორც წესი, გრძელი ვადითაც ძალიან აქტიურად და ხშირად ქირავდება, რასაც მარტივად იპოვინ, თუ დაგაინტერესებთ: ბინები ბაკურიანში თვიურად

ბინები ბაკურიანში, აპარტამენტები, კოტეჯები და ოთახები - დიდი არჩევანი ნებისიმერი მსურველისთვის

აპარტამენტები ბაკურიანში მრავალფეროვანი ტიპისაა და განსხვავდება როგორც ფართობით, ისე მდებარეობითა და ფასით. ამ ეტაპზე, ბაზარზე ხელმისაწვდომია:

  • ერთოთახიანი ბინები ბაკურიანში (სტუდიო ტიპის აპარტამენტები);
  • ოროთახიანი ბინები ოჯახისთვის;
  • სამოთახიანი ბინები დიდი ჯგუფებისა და სამეგიბროებისთვის;
  • ოთახები ბაკურიანში;
  • კოტეჯები;
  • და სხვა.

ფასი დამოკიდებულია:

  • ოთახების რაოდენობაზე;
  • მდებარეობაზე;
  • სეზონზე;
  • დამატებით კომფორტზე (აივანი, ხედები, პარკინგი და ა.შ.).

როგორც წესი, ყველაზე მეტად, მოთხოვნადი ბინებია:

  • სათხილამურო ტრასებთან ახლოს;
  • საბაგიროებთან ახლოს;
  • დიდველთან ახლოს;
  • კოხტასთან ახლოს;
  • მიტარბის მიმართულებით;
  • ქსელურ მაღაზიებთან და ცენტრალურ ზონასთან ახლოს.

თუ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, თქვენთვის ბიუჯეტის ფაქტორიც, მნიშვნელოვანია, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ myhome.ge-ზე, ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ბინა ბაკურიანში იაფად. ამისათვის, გამოიყენეთ ვებგვერდზე არსებული ფილტრები, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი საფასო კატეგორია და მარტვიად მოიძიეთ ბინები ყველაზე იაფად, სასურველი ლოკაციის მიხედვით.

ახალაშენებული აპარტამენტები და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ბინები ბაკურიანში

დღეს, ბაკურიანში განსაკუთრებით პოპულარულია ახალაშენებულ კორპუსებსა და სასტუმრო კომპლექსებში არსებული აპარტამენტები. MyHome.ge-ზე ძალიან მარავალფეროვანი არჩევანია და აქტიურად ქირავდება კოტეჯი ბაკურიანში, ან თუნდაც აპარტამენტი ისეთ ცნობილ კომპლექსებში, როგორიცაა:

  • კრისტალი ბაკურიანი (Crystal Residence) - თანამედროვე აპარტამენტები ტრასებთან ახლოს და სასტურმროს კომპლექსი, სადაც განთავსებულია სპა ცენტრი და დახურული დიდი თუ პატარა აუზით;
  • რუმს კოხტა (Rooms Hotel Kokhta) - მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის გარემო და სერვისი;
  • დიდველი რეზიდენსი - დიდველის საბაგიროს სიახლოვეს, იდეალური ლოკაცია;
  • მგზავრები ბაკურიანი - პოპულარული სასტუმრო კომპლექსი სხვადასხვა კატეგორიის ბინებით, ხშირად სტუმრობენ ოჯახები.

ასევე, მოთხოვნადია:

  • სასტუმრო მგზავრები ბაკურიანში;
  • ორბი ბაკურიანი;

კოტეჯების გაქირავება ბაკურიანში დღოირად, განსაკუთრებით აქტუალურია მეგობრების ჯგუფებისთვის, ხოლო ოჯახური შეკრებებისთვის უფრო მეტად, ბინები თვიურად იძებნება (მათ შორის, მგზავრები ბაკურიანში). საბოლოო ჯამში კი, ნებისმიერი გემოვნებისა და სურვილის მქონე ადამიანისთვის, მოსაწონი ფართი და აპარტამენტი ქირავდება ბაკურიანში

რატომ არის ბინების დღიურად გაქირავება ბაკურიანში პოპულარული არჩევანი??

1. ზამთრის სეზონი - დიდველი, კოხტა, 25-იანები და სხვა სასრიალო ტრასები როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ მოთხილამურეებს იზიდავს. ეს სეგმენტი, როგორც წესი უიქენდებზე სტუმრობს კურორტს და მათთვის, დღიური ქირაობა ძალიან მოსახერხებელია.

2. საზაფხულო დასვენება - ბაკურიანის სუფთა ჰაერი, ტყე, სასიამოვნო ტემპერატურა და აქტიური დასვენების შესაძლებლობა საუკეთესო ვარიანტია, ზაფხულის ცხელი დღეებისას, თუნდაც რამდენიმე დღით გაერიდო ქალაქის ხმაურს.

3. კომფორტი და თავისუფლება - ბინების დღიურად ქირაობა, ხშირად, უფრო მოსახერებელია, ვიდრე სასტუმროსი, ვინაიდან გაქვს საკუთარი სამზარეულო, მეტი სივრცე და ოჯახთან ერთად დასვენებისას უფრო თავისუფლად გრძნობ თავს. გარდა ამისა, ხშირია, როცა ახალგაზრდები ბაკურიანს სტუმრობენ დადაბდების დღის აღსანიშნად, აწყობენ წვეულებებს და ასეთ დროს, ერთი-ორი დღით კოტეჯის ქირაობა ოპტიმალური ვარიანტია.

პოპულარული უბნები ბაკურიანში ბინის საქირავებლად

  • დიდველი - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოკაცია საბაგიროსა და ტრასების სიახლოვის გამო;
  • კოხტა - კომფორტული გარემო და ახლოს მდებარე სასტუმროები (მაგ: სასტუმრო მგზავრები);
  • მიტარბი - შედარებით მშვიდი ზონა ბუნებასთან ახლოს;
  • 25-იანების სასრიალო ზონა - პოპულარული, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილი დამწყებთათვის.

აქ, აღსანიშნავია, რომ ლოკაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ფასზე და მოთხოვნადობაზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ქირაობისას ბაკურიანში?

  • ლოკაცია - რამდენად ახლოს არის საბაგიროსთან, ცენტრთან ან პირიქით, რამდენად მოწყვეტილია ცენტრალურ უბნებს, იმის მიხედვით, თუ რა მიზნით მიდიხართ ბაკურიანში;
  • ინფრასტრუქტურა - რამდენად ახლოს არის მაღაზიები, კაფეები, ტრანსპორტი, თუ პირადი ავტომობილის გარეშე გადაადგილდებით ან ბავშვებით ხართ;
  • გათბობა - ზამთარში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული აპარტამენტი ან ბინა კარგად თბებოდეს, რადგან ხშირად, ტემპერატურა საკმაოდ მაღალ მინუსებს აღწევს;
  • პარკინგი - თუ საკუთარი ავტომობილით სტუმრობთ კურორტს, მნიშვნელოვანია, რომ საპარკინგე სივრცის შესახებ წინასწარ მოიკითხოთ.

ასევე, სასურველია, წინასწარ გადაამოწმოთ:

  • ბინის რეალური ფოტოები;
  • სტუმრების შეფასებები (თუ ხელმისაწვდომია);
  • ფასის შესაბამისობა სეზონთან.

მოძებნეთ ბინა ბაკურიანში დღიურად MyHome.ge-ზე

MyHome.ge-ზე ძიების პროცესი მარტივი და სწრაფია, რასაც მოქნილი სამომხმარებლო გამოცდილების სისტემა და ინტერფეისი უზრუნველყოფს. მისი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ:

  • ფილტრაცია (ფასი, ფართი, ლოკაცია, ქირაობის ხანგრძლივობა);
  • შეადაროთ სხვადასხვა ვარიანტი ერთმანეთს;
  • პირდაპირ დაუკავშირდეთ მეპატრონეს;
  • იქირაოთ პლატფორმაზე რეგისტრაციის გარეშე.

თუ თქვენ ფლობთ ბინას და გსურთ მისი გაქირავება, პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას განათავსოთ განცხადება და მომხმარბელები წელიწადის ნებისმიერ დროს კომფორტულად და დაცულად იპოვოთ.

SUPER VIPყველას ნახვა